General
შენი საუკეთესო მეგზური სვანეთში
ტურის დასახელება: ჯიპ ტური სვანეთში
მარშრუტი: თბილისი – ზუგდიდი – მესტია – უშგული – თბილისი
ტურის სახეობა: კულტურულ შემეცნებითი, სათავგადასავლო, ჯიპ-ტური
სატრანსპორტო საშუალება: JEEP Mitsubishi Delica ამ მიკრო-ავტობუსი
კვება: ორჯერადი (გზის კვების გარდა)
განთავსება: საოჯახო ტიპის სასტუმრო
ტურის ხანგძლიობა: 3 ღამე / 4 დღე
მანძილი: ერთი მიმართულებით 540 კმ.
შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, Radisson Blu Iveria – სთან (ველოსიპედის წინ);
ტურის დეტალური აღწერა
ჯიპ ტური სვანეთში – 1 დღე:
თბილისი – ზუგდიდი – ენგურის წყალსაცავი – მესტია
პირველ დღეს ვნახავთ: დადიანების სასახლე ზუგდიდში, ენგურის კაშხალი, მესტია
06:00 გასვლა თბილისიდან სვანეთს მიმართულებით
13:00 დადიანების მუზეუმი ზუგდიდში
14:00 სადილი ენგურის წყალსაცავზე საკუბდარეში (სურვილის მიხედვით, ფასში არ შედის)
19:00 მესტია. დაბინავება სასტუმროში. ვახშამი. ღამისთევა
ჯიპ ტური სვანეთში – 2 დღე:
მეორე დღე: მესტია – ჰაწვალი – მჟავე წყლები – ლენჯერი – ლატალი
მეორე დღეს ვნახავთ: მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხერგიანების მუზეუმი, სათხილამურო საბაგირო მესტიაში (ჰაწვალის მთა), სოფელი ლენჯერი, სოფელი ლატალი
07:00 საუზმე სასტუმროში
08:00 მესტიის კულტურილული ძეგლების დათვალიერება. ხერგიანების მუზეუმი, მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმი
12:00 საბაგიროთი გასეირნება ჰაწვალის მთაზე საიდანაც იშლება მწვერვალ “უშბას” ულამაზესი პანორამული ხედები
14:00 სადილი მესტიაში, მინერალური წყლების დაგემოვნება
16:00 სოფელი ლენჯერი – ლენჯერის კულტურული ძეგლების დათვალიერება
18:00 სოფელი ლატალი – ლატალის კულტურული ძეგლების მონახულება
20:00 დაბრუნება მესტიაში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში
ჯიპ ტური სვანეთში – 3 დღე:
მესტია – უშგული – მესტია
მესამე დღეს ვნახავთ: სიყვარულის კოშკი, უშგული, უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი, თამარ მეფის საზამთრო და საზაფხულო კოშკები, ლამარიას ციხე-კოშკი, სოფელი კალა
07:00 საუზმე სასტუმროში
08:00 გამგზავრება უშგულის მიმართულებით. გავჩერდებით მჟავე წყლებთან
10:00 გზად, სოფელ იფართან შეგვხვდება ქვაზე აშენებული ე.წ. სიყვარულის კოშკი. კოშკზე ასვლა
12:00 უშგული (აქ სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ცხენების ქირაობა 50 ლარად). ეროვნული განძთსაცავის დათვალიერება
15:30 სადილი საველე პირობებში (ლანჩი)
16:00 სოფელი კალა სადაც თუ საკმარისი დრო იქნა ვნახავთ ლაგურკის ანუ წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას (XII ს – ის მხატვრობა).
20:00 დაბრუნება მესტიაში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში
ფეხით სავალი მონაკვეთი: უშგულში 500 მეტრი.
ჯიპ ტური სვანეთში – 4 დღე:
მეოთხე დღე: მესტია – ზუგდიდი – მარტვილი – თბილისი
მესამე დღეს ვნახავთ: მესტია, მარტვილის კანიონები
08:00 საუზმე სასტუმროში და გამომგზავრება თბილისის მიმართულებით
13:00 ნავებით გასეირნება მარტვილის კანიონებში
21:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
გასვლა: თვქენთვის სასურველ ნებისმიერ დროს
ფასი: 370 ლარი – სრული პაკეტი
ფასი: 340 ლარი – მუზეუმების გარეშე
ფასი: 310 ლარი – მუზეუმების და კვების გარეშე
ფასი: 160 ლარი – მხოლოდ ტრანსპორტი და გიდის მომსახურება
სრული პაკეტის ღირებულებაში შედის:
- ტრანპორტირება კომფორტული ჯიპით Mistubishi Delica 4X4
- ღამისთევა საოჯახო ტიპის სასტუმროში 3 ღამე
- ორჯერადი კვება (გზის კვების გარდა)
- ინგლისური და რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა
- ნავების გადასახადი მარტვილში
- ჰაწვალის საბაგიროთი ასასვლელი ბილეთი
- მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები
ღირებულებაში არ შედის:
- ალკოჰოლური სასმელები