General

შენი საუკეთესო მეგზური ყაზბეგში

ტურის დასახელება: ჯიპ ტური ყაზბეგში
მარშრუტი: თბილისი – ანანური – გუდაური – ყაზბეგი – დარიალი – სნო – თბილისი
ტურის სახეობა: კულტურულ შემეცნებითი, სათავგადასავლო, ჯიპ-ტური
სატრანსპორტო საშუალება: JEEP Mitsubishi Delica 4X4
კვება: ორჯერადი
ტურის ხანგძლიობა: 1 დღე
მანძილი: ერთი მიმართულებით 175 კმ.
შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, Radisson Blu Iveria – სთან (ველოსიპედის წინ);

ჯიპ ტური ყაზბეგში – დეტალური აღწერა

თბილისი – ჟინვალის წყალსაცავი – ანანურის კომპლექსი – გუდაური – ვეძა მჟავე წყლები – ყაზბეგი – გერგეთის სამება – დარიალის ხეობა – სნო – თბილისი
სანახავი ადგილები და კულტურული ძეგლები: ანანურის კომპლექსი (XVI – XVII სს), გუდაური, ვეძა – მჟავე წყლები, გერგეთის სამება, დარიალის ხეობაში მშენებარე 200 კაციანი სამონასტრო კომპლექსი, სნოს ციხე და პატრიარქის სახლი სნოში.
09:00 გასვლა თბილისიდან ყაზბეგის მიმართულებით;
10:30 ანანურის სამონასტრო კომპლექსი
11:30 საუზმე ფასანაურში;
13:00 გუდაურის გადმოსახედი რომლის აშენებაც გიორგიევსკის ტრაკქტატს უკავშირდება;
13:30 ვეძა – მძავე წყლები;
15:00 გერგეთის სამება;
16:30 დარიალის ხეობა;
17:30 სნოს ციხე და საპარტიარქო რეზიდენცია;
19:30 ვახშამი ფასანაურში (მოხეური ხინკალი);
დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით;

გასვლა: თვქენთვის სასურველ ნებისმიერ დროს
ფასი: 220 ლარი

ღირებულებაში შედის:

  • ტრანპორტირება კომფორტული ჯიპით Mistubishi Delica 4X4
  • ინგლისური და რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა
  • ორჯერადი კვება
  • მუზეუმის ბილეთები
  • 1 ბოთლი მინერალური წყალი;

ღირებულებაში არ შედის:

  • ალკოჰოლური სასმელები

Available departures

ჯავშნისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ Viber/WhatsApp +995 599 099 124

დელკა კლუბი გთავაზობთ დაუვიწყარ ჯიპ ტურს ყაზბეგში. იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად საქართველოში და უკეთ გაეცანით ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას.

დამატებითი ინფორმაცია

  • ჯიპ-ტურში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 კაცს.მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
  • ჯიპის გარდა სხვა მანქანით გერგეთზე ასვლა შეუძლებელია გზების მდგომარეობიდან გამომდინარე.
  • ტურის გამართვის ყველაზე აქტუალური პერიოდი: აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.
  • კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - ყაზბეგი - თბილისი 400 კმ.

საჭირო ეკიპირება:

  • მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი
  • წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი
  • წყლისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ჭურჭელი
  • მზისგან თავდაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი.

ბედნიერ, მშვიდობიან და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ !

Unfortunately, no places are available on this tour at the moment

მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა-მთიანეთიმცხეთა-მთიანეთი მცხეთა-მთიანეთი is one of the most picturesque and diverse areas in Georgia. Providing spectacular views, the landscape sweeps from the majestic 5,000 meter high snowy peaks of the Greater Caucasus and mountain passes, down to beautiful gorges, secluded lakes and alpine valleys. With numerous historical monuments scattered around this small picturesque settlement of just Read more

ყაზბეგი

ყაზბეგიყაზბეგი This is most people’s destination on the Georgian Military Highway: a valley town at about 1750m altitude, just 15km short of the Russian border, with the famous hilltop silhouette of Tsminda Sameba Church and the snowy peak of Mt Kazbek towering to the west. Now officially named Stepantsminda, but still commonly known as ყაზბეგი, Read more

We are sorry, there are no reviews yet for this tour.