Jump to content


Photo

მყინვარწვერზე ასვლა

მყინვარწვერზე ასვლა

No replies to this topic

#1 Admin

Admin

    Advanced Member

  • Administrators
  • 57 posts
  • LocationTbilisi

Posted 17 January 2016 - 11:43 PM

ალპინისტური ტური მყინვარწვერზე

Mount_Kazbek_Tour_main.jpg Mount_Kazbek_Tour_01.jpg Mount_Kazbek_Tour_02.jpg Mount_Kazbek_Tour_03.jpg Mount_Kazbek_Tour_04.jpg Mount_Kazbek_Tour_05.jpg Mount_Kazbek_Tour_06.jpg Mount_Kazbek_Tour_07.jpg Mount_Kazbek_Tour_08.jpg Mount_Kazbek_Tour_09.jpg Mount_Kazbek_Tour_10.jpg Mount_Kazbek_Tour_11.jpg

ტურის დასახელება: მყინვარწვერზე ასვლა;

თბილისი – სტეფანწმინდა – მეტეოსადგური – მწვერვალი – მეტეოსადგური – სტეფანწმინდა – თბილისი

ტურის სახეობა: ალპინისტური;

საცხოვრებელი: გესთჰაუსი, კარავი, მეტეოსადგური;

კვება: სამჯერადი;

ტურის ხანგრძლივობა: 6 დღე / 5 ღამე;

ფეხით სავალი მარშრუტის სიგრძე: სტეფანწმინდა – მეტეოსადგური (17 კმ), მეტეოსადგური – მწვერვალი (7 კმ);

შეხვედრის ადგილი: შეთანხმებით;

 
ტურის დეტალური აღწერა

მყინვარწვერზე ასვლა – პირველი დღე:

თბილისი – ანანური – ფასანაური – გუდაური – სტეფანწმინდა

09:00 გამგზავრება სტეფანწმინდის მიმართულებით;

11:00 ანანურის სამონასტრო კომპლექსი;

13:00 გუდაური;

15:00 სტეფანწმინდა – დარიალის ხეობა;

17:00 დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმროში. თავისუფალი დრო;

 

მყინვარწვერზე ასვლა – მეორე დღე:

სტეფანწმინდა – გერგეთი – მეტეოსადგური

06:00 გამგზავრება მეტეოსადგურის მიმართულებით. საჭმლის და კარვების მეტეოსადგურამდე ასატანად ვქირაობთ ცხენს რომლის საფასურიც ღირებულებაში შესულია. საკუთარი ბარგის წასაღებად სურვილის შემთხვევაში გვიწევს სხვა ცხენის ქირაობა, რომლის საფასურს იხდის კონკრეტულად ის ტურისტი ვისი სურვილითაც მოხდება დამატებითი ცხენის დაქირავება;

სტეფანწმინდიდან გერგეთამდე ავყავართ ჯიპებს 4X4;

15:00 – 16:00 მეტეოსადგური. თავისუფალი დრო;

ღამისთევა;

 

მყინვარწვერზე ასვლა – მესამე დღე:

აკლიმატიზაცია

მესამე დღე არის მოსამზადებელი პერიოდი მწვერვალზე ასასვლელად. ამ დღეს სრულად ვიყენებთ აკლიმატიზაციისთვის და ვეჩვევით სიმაღლეს. მეტეოსადგურიდან (3657 მ) ავდივართ 4200 მეტრზე, სადაც გარკვეულ ხანს ვჩერდებით და ისევ ვბრუნდებით მეტეოსადგურზე;

მეტეოსადგური. თავისუფალი დრო;

ღამისთევა;

 

მყინვარწვერზე ასვლა – მეოთხე დღე:

მწვერვალზე ასვლას ვიწყებთ დილის 04:00 საათზე. პროფესიონალი გიდის მითითებით და სპეციალური აღწურვილობის დახმარებით რამოდენიმე საათიანი მსვლელობის შემდეგ ავდივართ მწვერვალის უმაღლეს წერტილამდე (5047 მ). სადაც გარკვეულ ხანს ვჩერდებით და ისევ ვბრუნდებით მეტეოსადგურზე;

მეტეოსადგური. თავისუფალი დრო;

ღამისთევა;

 

მყინვარწვერზე ასვლა – მეხუთე დღე:

სათადარიგო დღე

მეხუთე დღეს სათადარიგო დღე ჰქვია, რომელსაც ვიყენებთ იმ შემთხვევაში თუ წინა დღეს უამინდობაა. ასევე, თუ ტურისტმა გარკვეული მიზეზის გამო ვერ შეძლო მეოთხე დღეს მყინვარწვერზე ასვლა, შეუძლია ამ დღეს სცადოს ბედი;

მეტეოსადგური. თავისუფალი დრო;

ღამისთევა;

 

მყინვარწვერზე ასვლა – მეექვსე დღე:

მეტეოსადგური – სტეფანწმინდა – თბილისი

დაშვება სტეფანწმინდისკენ;

გერგეთის სამება

დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით;

 

გასვლა: თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს

ტურის ღირებულება: 485 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში (ფასი მოქმედებს მინიმუმ 5 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში)

(please contact +995 551 19 19 20)

www.intergeorgia.travel

 

ფასში შედის:

ტრანსფერი: თბილისი – სტეფანწმინდა – თბილისი 4X4;

ტრანსფერი: სტეფანწმინდა – გერგეთის სამება 4X4 (ცალი გზა);

ღამისთევა სტეფანწმინდაში საოჯახო ტიპის სასტუმროში;

ღამისთევა მეტეოსადგურზე ან კარვებში;

ინგლისურად და რუსულად მოსაუბრე პროფესიონალი გამყოლი გიდი;

სამჯერადი კვება;

ცხენი საჭმლის და კარვების მეტეოსადგურამდე ასაზიდად;

 

ფასში არ შედის:

ტრანსფერი: გერგეთის სამება – სტეფანწმინდა (დაბრუნებისას). მოთხოვნის შემთხვევაში – 35$ აშშ დოლარი;

ცხენი, საკუთარი ბარგის სატარებლად. მოთხოვნის შემთხვევაში – 150$ აშშ დოლარი;

წრიაპები – დღიური ფასი – 10$ აშშ დოლარი;

ქამარი – დღიური ფასი – 10$ აშშ დოლარი;

წერაყინი – დღიური ფასი – 10$ აშშ დოლარი;

თოკი – დღიური ფასი – 25$ აშშ დოლარი. 5 კაციან ჯგუფზე საკმარისია ერთი თოკი;





Reply to this topic



  


0 user(s) are reading this topic

0 members, 0 guests, 0 anonymous users